თბილისში ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრთა რიგით მეხუთე საერთო კრება გაიმართა.
შეხვედრა ქარტიის საბჭოს თავმჯდომარემ ნათია კუპრაშვილმა გახსნა და ერთი წლის მუშაობის შედეგები შეაფასა. საერთოს კრებაზე მოხდა საბჭოს წევრების არჩევნები. რეგიონების კვოტით საბჭოს წევრები ჯაბა ანანიძე (ტელეკომპანია "25-ე არხი") და მაია მეცხვარიშვილი (სიანფორმაციო სააგენტო "ნეტგაზეთი"), ხოლო თბილისის კვოტით თაზო კუპრეიშვილი (ტელეკომპანია "რუსთავი2") გახდნენ.
კრებაზე ასევე შედგა ქარტიის პრიზის დაჯილდოების ცერემონიალი. საუკეთესო სატელევიზიო რეპორტაჟი – ცქრიალა შერმადინი/სტუდია მონიტორი საუკეთესო რადიო რეპორტაჟი – ეკა ქევანიშვილი/რადიო თავისუფლება; საუკეთესო სტატია ან ნარკვევი ბეჭდურ ან ონლაინ მედიაში – გელა მთივლიშვილი/კახეთის საინფორმაციო ცენტრი. საუკეთესო სიღრმისეული სტატიისთვის ბავშვთა საკითხებზე პრიზი „ლიბერალის" ჟურნალისტმა, სოფო აფციაურს გადაეცა.
ქარტიის სხდომის დასასრულს საიუბილეო ტორტი გაიჭრა. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ ქარტიის საბჭოს თავმჯდომარედ, სტუდია მონიტორის დამფუძნებელი და ჟურნალისტი, ნინო ზურიაშვილი აირჩიეს.