ქალაქ ოზურგეთში, ჩოხატაურის ქუჩაზე მცხოვრებ პენსიონერს ეთერ მგალობლიშვილს, საახალწლოდ ისრაელიდან 200 დოლარი გამოუგზავნეს.
86 წლის პენსიონერმა დახმარებისთვის "გურია ნიუსს" რამდენიმე დღის წინ მიმართა.
ადამიანი, რომელიც ისრაელიდან დაგვიკავშირდა და სურვილი გამოთქვა, მას საახალწლოდ დახმარებოდა, გვითხრა ეს საქმე თავის სარეკლამოდ არ გაუკეთებია, უბრალოდ შეეცოდა მგალობლიშვილი და 10 თვის პატარა. ქველმოქმედი ქალბატონი თამარ პატარიძეა ისრაელიდან.
"ღმერთმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ ასეთი კეთილი საქმის კეთებისთვის, რასაც ჩემნაირი ადამიანებისთვის დახმარება ჰქვია, უღრმესი მადლობა "გურია ნიუსს" და ქალბატონ თამარს ბედნიერი ახალი წლის გათენებისთვის",- გვთხრა სიხარულისგან ატირებულმა მოხუცმა.
"გურია ნიუსი" კი მადლობას უხდის ქალბატონ თამარ პატარიძეს ამ კეთილშობილური საქმისთვის.