რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებით "დღეს საკრებულოს ბიურომ საოქმო ჩანაწერით "რეკომენდაცია" მისცა საკრებულოს თავმჯდომარეს საკრებულოს თანამდებობის პირებზე თანამდებობრივი სარგოს პროპორციულად ყოველთვიური დანამატის გაცემის შესახებ."
"შეგახსენებთ, რომ არსებულმა საკრებულომ პირველსავე სხდომაზე რესპუბლიკელების ინიციატივით გააკეთა პოლიტიკური განცხადება, რომ თანამდებობის პირები და საკრებულოს რიგითი წევრები პრემიებს არ აიღებდნენ.
საკრებულომ პირობა შეასრულა, პრემიებს არ იღებს, მაგრამ მიმართა სხვა საშუალებას თანამდებობის პირების შემოსავლის გაზრდისთვის.
რესპუბლიკელები ვიყავით და ვართ კატეგორიული წინააღმდეგი თანამდებობის პირებისთვის პრემიის ან დანამატით ანაზღაურების გაზრდის", _ წერს სამნაძე.
ამ ინფორმაციას რეპუბლიკელების ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელიც გამოეხმაურა:
"ესეც საკრებულოს ამბები. გეუბნებით ამ წინა საახალწლოდ ჯადო გაიკეთეს თქო . ხოდა დღეს წავიკითხე ოჯახები გვყავსო და კიდევ ზეგანაკვეთურად ვმუშაობთო.
აი სრული სერიოზულობით და ძალიან, ქართულად და არა ევროპულად გაბრაზებული ვკითხულობ, მე რომ 800 ლარი მქონდა ანაზღაურება საკრებულოში, რომელს გინდათ დაგეჭიდოთ ეხლა ოჯახით და ზეგანაკვეთურით. ჯადოს ახსნა ვინმემ თუ იცით პირადში მომწერეთ", _ წერს ხიდაშელი სოციალურ ქსელში