RMG GOLD-ის 700-მდე თანამშრომელი ამ წუთებში პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქციას მართავს.
ისინი საქართველოს პრეზიდენტს მიმართავენ, რომ გამოვიდეს და მათ დაელაპარაკოს, რატომ ტოვებს საქართველოს მთავრობა 3000 ადამიანს უმუშევარს. ამასთან, აქციის მონაწილეებს აინტერესებთ, რატომ არ იცავს მათ ინტერესებს საქართველოს პრეზიდენტი და რატომ ტოვებენ მათ მშივრებს.
როგორ შეინახავს სააქრთველოს მთავრობა ჩვენს ოჯახებს, – კითხულობენ აქციის მონაწილეები.
აქციის მთავარი სლოგანია „საია გრანტებს ჭამს, ჩვენ რა ვჭამოთ?!“
აქციის მონაწილეების განცხადებით, თუ პრეზიდენტი RMG GOLD-თან დაკავშირებულ სიტუაციაში არ გაერკვევა და მას არ განმუხტავს, მაშინ კომპანიის თანამშრომლების ნაწილს, რომლებიც აქციას მარტავენ, სხვა დანარჩენი თანამშრომლებიც დაემატებიან.
აქციის მონაწილეები პრეზიდენტის გამოსვლას ელოდებიან.