BMW ახალ პროდუქტის პრეზენტაციისათვის ემზადება. ავტომობილი, რომლის პარკირებაც ე.წ. „smartwatch“-ის (პარკირებისა დისტანციური მართვის მოწყობილობა) საშუალებით არის შესაძლებელი საზოგადოების წინაშე 2015 წლის იანვარში ლას ვეგასში წარსდგება.
ტექნიკოსების განცხადებით, მძღოლს შეეძლება აპლიკაციის საშუალებით გააქტიუროს „დისტანციური პარკინგის“ რეჟიმი, რომელიც შემდეგ მიუთითებს ავტომობილს პარკირებისთვის განკუთვნილ ადგილმდებარეობასა თუ სხვა დეტალებს.
ავტომობილი ლაზერული სენსორების დახმარებით მუშაობს, რომელიც მიმდებარე ტერიტორიის სკანირებას ახდენს.