ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 25 დეკემბერს “თსუ-ეკო კლუბის” მიერ ორგანიზებული კონკურსის „შექმენი საახალწლო ნაძვის ხე“ გამოფენა და გამარჯვებული ნამუშევრების დაჯილდოება გაიმართა.
საქართველოს სკოლის მოსწავლეების მიერ ნარჩენებისგან შექმნილი საახალწლო ხელოვნური ნაძვის ხეების გამოფენაზე წარმოდგენილი იყო შესარჩევი ეტაპების შედეგად გამოვლენილი 53 ნაშრომი. კონკურსში სულ საქართველოს 211 სკოლის 761 ნამუშევარი მონაწილეობდა.
უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და საბავშვო უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით გამარჯვებულები გამოვლინდა შემდეგ ნომინაციებში:
1. მოწონებების (facebook) კონკურსში გამარჯვებული – თბილისის 76 საჯარო სკოლა.
2. გამოფენაზე დამსწრე საზოგადოების რჩეული – წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტყაჩირის საჯარო სკოლა.
3. სულ ნარჩენებისგან შექმნილი – ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფის საჯარო სკოლა.
4. ეთნოგრაფიული ნაძვის ხე – მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლახამულას საჯარო სკოლა.
5. ზღაპრული სამყარო – ქ. თბილისის 99 საჯარო სკოლა.
6. მინი გენიალურობა – სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირის საჯარო სკოლა.
7. ყველაზე კრეატიული და არომატული – ქ. ხაშურის მე-3 საჯარო სკოლა.
8. კომისიის რჩეული – ქ. ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლა.
9. უნივერისტეტის რჩეული – ქ. გორის წმინდა გიორგის სახელობის სკოლა.
10. ინოვაციური (კონკურს გარეშე) – ქ. თბილისის 112-ე საჯარო სკოლა.
საუკეთესო ნამუშევრების ავტორებს – მოსწავლეებს, პედაგოგებს და სკოლებს პრიზები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
კონკურსში მონაწილეობის მიღება საქართველოს ნებისმიერი სკოლის მოსწავლეს შეეძლო.
კონკურსის მიზანია საახალწლოდ ტყეების განადგურებისა და ახალგაზრდა ნაძვის ხეების უმოწყალო ჭრის შეჩერება. საამისოდ კონკურსის ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს სკოლის მოსწავლეები წაეხალისებინათ და ხელოვნური ნაძვის ხეების საკუთარი ხელით შექმნა შეეთავაზებინათ. მოსწავლეებს ნაძვის ხეები სხვადასხვა სახის ნარჩენებისაგან უნდა დაემზადებინათ. საამისოდ მათ უნდა გამოეყენებინათ ყველაფერი – ნაძვის ხის და მისი ტოტების გარდა.
კონკურსში მონაწილე ყველა ნამუშევრის ხილვა შეგიძლიათ აქ: შექმენი საახალწლო ნაძვის ხე