დღეს, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, სადაც დღის წესრიგით გათვალისწინებული 14 საკითხი იყო, მათ შორის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცება.
ასევე, მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის მოხელეთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრისა და მერიის თანამდებობის პირთა და მერიის მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ, 2014 წლის #38 და 2014 წლის #39 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების მისაღებად საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
ასევე, მერიის საშტატო ნუსხასა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხას დამტკიცების შესახებ – ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
საკრებულოს სხდომაზე ასევე დამტკიცდა ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის სარეზერვო ფონდის, 141 ათასი ლარის განკარგვის წესი.
საკრებულოს სხდომაზე საფინანსო -საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, დეპუტატმა ლავრენტი ბიგვავამ საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოების მომატებასთან დაკავშირებით ისაუბრა.
"მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგო 2 7 50 ლარის ოდენობით განისაზღვრა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე – 2 150 ლარი, კომისიის თავმჯდომარე 1 500 ლარი, აპარატის უფროსი 1400 ლარი, ვიცე მერი – 2 150 ლარი, მერის მოადგილე – 2 0 50 ლარი, სამსახურის უფროსი – 1500 ლარი, განყოფილების უფროსი – 900 ლარი.
აუცილებელია საჯარო მოხელეებს ჰქონდეთ მაღალი ხელფასი, მოტივაცია სჭირდებათ ყველას, მე თუ მკითხავთ ქალაქის მერს უზარმაზარი ტვირთი აწევს, თუნდაც იმ პრობლემების მოგვარება, რაც მან უნდა მოაგვაროს, უფრო დასაბუთებული შენიშვნებისთვის დრო გვექნება. კიდევ თუ შედარებით ვისაუბრებთ, ეს თანამდებობრივი სარგოები კიდევ უფრო დაბალია, ვიდრე სხვა მუნიციპალიტეტში და აი აგერ, ჩვენთან ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, თუმცა ეს ჩემი საქმე არაა. მე მაგალითად უკმაყოფილო ვარ იმ ხელფასით რაც მაქვს, შინაგანად, შეჩვეული ვარ უფრო მეტ ხელფასს, მე ვფიქრობ, რომ იმ შრომის საფასური, რომელსაც მე ვეწევი უფრო მეტს იმსახურებს."
ნათია შარაშენიძე: "ბიუჯეტის პრიორიტეტი ხელფასებზეა გათვლილი, დიდი ნაწილი ხელფასებში მიდის" იმ ხალხმა რა უნდა თქვას, ვინც პენსიაზეა, ვისაც მიზერული თანხები აქვთ ხელფასები? ეს ყველაფერი თვალთმაქცობა ყოფილა, თურმე როგორ იმატებენ ხელფასებს თანამდებობის პირები.
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტი 7 მილიონ 449 ათას, 1 ლარს შეადგენს, აქედან 350 ათასი ლარი ოდენობით გადასახადებშია განსაზღვრული, ბიუჯეტის გრანტები 6338, 1 ათასი ლარი, სხვა შემოსავლებში – 761, 0 ათასი ლარია განსაზღვრული,, ბიუჯეტის ხარჯებში _ 6944, 6 ათასი , შრომის ანაზღაურება: 3810, 4 ლარი, საქონელი და მომსახურება -, 1628, 3 სუბსიდიები- 925, 5 სოციალური უზრუნველყოფა 149, 9 სხვა ხარჯები – 430, 5 ლარი, საოპერაციო სალდო 504, 5 ლარს შეადგენს. მთლიანი სალდო – 380, 0 ლარს შეადგენს."