"გურია ნიუსის" ინფორმაციით, ქალაქ ოზურგეთის მერიის სახანძრო/სამაშველო სამსახურის უფროსის, ვარდენ რუსიეშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, საქმე ეხება ყალბი დიპლომის დამზადებას:
_ რუსიეშვილი ყალბი დიპლომით მუშაობს. ვითომ ფიზკულტურის ინსტიტუტი აქვს დამთავრებული, თუმცა ეს ასე არ არის. ამის გამო სისხლის სამართლის საქმე რამდენიმე დღის წინ აღიძრა, _ გვითხრა წყარომ.
რუსიეშვილი ჩვენთან საუბრისას აღნიშნულ ფაქტს უარყოფს:
_ პირველად თქვენგან მესმის, რომ გამოძიება მიმდინარეობს. მე ნამდილად დავამთავრე ფიზკულტურის ინსტიტუტი და არანაირი ყალბი დიპლომი არ მაქვს, _ გვითხრა რუსეიშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით რუსიეშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 362-ე მუხლით არის აღძრული.
"გურია ნიუსი" ამ თემაზე ვრცელ მასალას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.