საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია საქართველოსა და თურქეთს შორის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის საკითხებთან დაკავშირებით თურქეთში, ქალაქ ანკარაში, თურქეთის რესპუბლიკის სატყეო და წყლის რესურსების მინისტრის მოადგილე ლუთფი აქჩას შეხვდა.
შეხვედრაზე განხილულ იქნა მტკვარის ჰიდროლოგიური რეჟიმიების მართვის საკითხები, მხარეები შეთანხმდნენ, რომ დაცული იქნება მინიმალური ეკოლოგიური ხარჯის პრინციპი, ასევე თურქეთის მიერ მოხდება ქართული მხარის ინფორმირება არსებული ჰესების წყალგაშვების შესახებ.
შეხვედრაზე განხილეს სატყეო რესურსების მდგრადი მართვის სფეროში მიმდინარე საკითხები. თეიმურაზ მურღულიამ თურქულ მხარეს მადლობა გადაუხადა ამ სფროში აქტიური თანამშრომლობისა და მხარდაჭერისათვის, ასევე, მხარი დაუჭირა ბატონი აქჩას იდეას რეგიონულ პროექტებში თანამონაწილეობასთან დაკავშირებით.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ მიმდინარე წელს თურქული მხარე საპასუხო ვიზიტით საქართველოს ეწვევა.