https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რეჯეფ თაიფ ერდოღანი – რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობა შორს არ არის

    დონალდ ტრამპი – ვმუშაობთ, რომ ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა სამშვიდობო შეთანხმებას ახლა მივაღწიოთ

    მარკ რუტე: ევროპა რუსეთთან ომისთვის უნდა მოემზადოს

    დრონებით თავდასხმის გამო, ნიკოლ ფაშინიანის თვითმფრინავმა მოსკოვში დაშვება ვერ შეძლო

    დონალდ ტრამპი – გაკვირვებული ვარ, რომ ამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინაში არჩევნები არ ჩატარებულა

    რა შეიძლება მოსთხოვოს ტურისტებს აშშ-მ ქვეყანაში შესვლამდე

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ქეთი დოლიძე: “თარგმანი ფრანგულიდან _ შენც გია როინიშვილი ხარ?”

13:01; 17.01.2015
კულტურა
Share on FacebookShare on TwitterEmail

კინომსახიობთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და რეჟისორი ქეთი დოლიძე  გია როინიშვილის თეატრიდან გაშვებას, რომელსაც თეატრალურ წრეებში დიდი ხმაური მოჰყვა ფეისბუქში კიდევ ერთხელ ეხმაურება:

" საერთოდ არ მინდოდა დამეწერა ეს პოსტი, მაგრამ უამრავი ხალხის, კოლეგების, თუ გულშემატკივრების მოთხოვნით, გადავწყვიტე დავაზუსტო მოკლედ, ზოგი რამ, ამ თქვენთვის ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე….

რამდენიმე დღეა კომენტარებმა გამაოგნა. ტელევიზიასა თუ პრესაში!

კომენტარებს აკეთებენ ადამიანები, რომლებიც ძალიან კარგად მიცნობენ, ზედმიწევნით კარგად და იციან, თუ არა უკიდურესი წერტილი, ასეთ გადაწყვეტილებებს არასდროს ვღებულობ! ჩემი ხასიათიც იციან, რომ ყველაზე დიდი მტრებისთვის მიპატიებია და გადამიყლაპავს უამრავი წყენა…

თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე რომ მტუქსავს, ერთხელ თუ მოიკითხა, სანამ კომენტარს გააკეთებდა, რატომ მივიღე ეს გადაწყვეტილება?

ყველა ასეთივე "აღშფოთებულ'" გულშემატკივარს, ამ 6 წლის მანძილზე თუ უკითხავს, რატომ არ თამაშობდა სპექტაკლებს ბატონი გია როინიშვილი ამ ხნის მანძილზე? თუ უკითხავს? რა თქმა უნდა არა და არც შეუნიშნავს!

საქმე კი იმაში გახლავთ, ბატონებო, რომ როგორც კი ბატონი გია საქართველოს პარლამენტში შებრძანდა ნინო ბურჯანაძის პარტიის კვოტით და მერე, წამიერად უღალატა, მიატოვა და ნაციონალებთან გადაბარგდა, მისი დაკავებულობა იმდენად დიდი აღმოჩნდა და მისია უზენაესი, რომ თეატრი, პრაქტიკულად არც კი გახსენებია.

მიუხედავად ჩვენი დაჟინებული თხოვნისა, რუსთაველიდან აღმაშენებელზე ჩამოსვლა უჭირდა და ჩვენც პანტა-პუნტით ვხსნიდით ან ვერ ვნიშნავდით სპექტაკლებს. ამან მიიღო სისტემატური ხასიათი.

პირველი სპექტაკლი, რომელზეც უარი სთქვა, დიახ, თვითონ სთქვა უარი – იყო ჩემი "სერობა".

გია ძალიან კარგი იყო ამ სპექტაკლში და მიუხედავად ჩემი თხოვნისა არაფრით დარჩა. ვერც ამიხსნა, რატომ თქვა უარი. ჩვენ კონფლიქტი არ გვქონია.

სამაგიეროდ მომიწია პრაქტიკულად სპექტაკლის ხელახლა დადგმა, რათა ახალი მსახიობი შემეყვანა,დრო გადიოდა, ბატონი გია რა თქმა უნდა სრულად იღებდა ხელფასს! ჩვენ ველოდით….

ცოტა ხანში "ბაკულას ღორებიც" მიატოვა. არასდროს ეცალა, მაგრამ როდესაც რამაზ იოსელიანს ძმა გარდაეცვალა და ბატონ გიას ვთხოვეთ გადაერჩინა სპექტაკლი, რომელშიც ასევე მშვენიერი იყო, ისევ უარი შემოგვითვალა…

მაშინ, მე, როგორც სამხატვრო ხელმძღვანელმა, მივიღე გადაწყვეტილება, რომ მისთვის ეს როლი ჩამომერთვა. ამ სპექტაკლზე მე ვაგებ პასუხს.

რაც შეეხება სპექტაკლ "ჰარალეთს". თვეების და წლების მანძილზე ვეღარ ვნიშნავდით ნუგზარ ბაგრატიონის ამ სპექტაკლს, რადგან როინიშვილს ისევ არ ეცალა…

ბოლოს, დიდი თხოვნით, მოახერხა 2010 წელს ეთამაშა… ერთხელ…

მას შემდეგ – არც ერთხელ. რეჟისორმა რამდენჯერმე დაურეკა და ისევ უარი მიიღო. ვერც დასის გამგემ გაარკვია ვერაფერი…

და ახლა უკვე ნუგზარ ბაგრატიონს მოუხდა პრაქტიკულად თავიდან დადგმა სპექტაკლის, რადგან ახალი მსახიობი დაინიშნა ამ როლზე. წარმოიდგინეთ ამ დროს დასის მდგომარეობა. ეს წარმოუდგენელი, ორმაგი შრომაა…

ბ-ნი გია ისევ იღებდა ხელფასს. ჩვენ ველოდით…

მხოლოდ ერთხელ მოვიდა თეატრში მას შემდეგ, რაც პარლამენტში ნაციონალების სიაში აღარ მოხვდა და მოგვახსენა, რომ ერთ-ერთ ჩვენს რეჟისორს უნდა მისთვის სპექტაკლის დადგმა.

კი ბატონო… დავურეკეთ რეჟისორს – იუარა!

არასდროს არ ჩავრეულვარ სხვა რეჟისორის საქმეში! არასდროს! არასდროს ვაკადრებ თავს ჩემი სურვილი მოვახვიო ნუგზარ ბაგრატიონს, თუ სხვას… ეს ყველამ შესანიშნავად იცის….

ჩვენი თეატრი უპრეცედენტო რამეს ჩადის ხშირად…

იმისთვის, რომ გოგა პიპინაშვილის საყმაწვილო თეატრს უმასპინძლოს და ხელი გაუმართოს „არტ-ჰოლს" (თანაც დიდი სიყვარულით) თვეზე მეტი გაგვიჩერებია რეპერტუარი, რომ ბავშვებს და გოგას სპექტაკლი გამოეშვათ…

ამავე თეატრის მეორე სპექტაკლი – "ჰელადოსი" თვეში ორჯერაც კი ინიშნება…

ჩვენ ვჩაგრავთ ვინმეს?

სხვა თეატრების მსახიობებმა კი არა, ჩვენი მსახიობები არ კითხულობდნენ უკვე, რატომ არ დადის თეატრში გია როინიშვილი…

ნაციონალების უნამუსობა რომ ზღვარსგადასულია, მესმის! არიქა, გამოაბეს პოლიტიკური ანგარიშსწორების კუდი….

უზნეობა! რატომ მაშინვე არ ვქენი, როცა სამხატვრო ხელმძღვანელად დავბრუნდი? რა, დამიშლიდა ვინმე? გია უკვე ორი წელი არ თამაშობდა სპექტაკლებს… იქაც მე ვიყავი?

რატომ ერთხელ არ მოვიდა და არ დაელაპარაკა თავის კოლეგებს, რატომ ერთხელ არ სთქვა, ადამიანებო, რატომ მიხდით ხელფასს, თუ არ ვთამაშობო?
რა არის ეს ფარისევლობა, ტყუილი, დაჩაგრულის მანტია?

დიახაც, მივიღე ეს გადაწყვეტილება, რადგან ახალგაზრდა მსახიობები ვერ აგვიყვანია შტატში, თუმცა 7 და 8 სპექტაკლში არიან დაკავებული…

ბატონო და ქალბატონო ქომაგებო, რომლებიც შეშფოთებულ-აღშფოთებულები წერდით ინტერვიუებს… ეს თეატრი – "სობესია?" ეს სადმე ხდება, რომელიმე თეატრში? ბატონო? პასუხი არ მესმის…

ჩემი საყვარელი მსახიობი და კოლეგა გოგა პიპინაშვილი რეპეტიციის არ პატიობს 10-12 წლის ბავშვს. ამდენი ხანი რატომ არ მკითხა, სად არის გია როინიშვილიო? რატომ არ ჰკითხა პირადად მას, თეატრში რატომ არ ბრუნდებიო? ვინმეს, ოდესმე ვუთხარით რომ ეს პრობლემა გვაქვს?
დაცვაც არის და დაცვაც!

ერთ-ერთმა რეჟისორმა ბოდიში მოიხადა, ეს ფაქტები რომ მცოდნოდა, ინტერვიუს არ ჩავწერდიო! თქვე დალოცვილებო, ენა და აჟიტირება რომ გისწრებთ წინ… რამეზე მაინც დაფიქრდით…

ახლა კი უზნეო რუსთავი 2-ს მოკლე შემოლაწუნება.

ყოვლად ფლიდები, მატყუარები, ხალხის დამზფრავი, ჭკუის ამრევი, პროვინციალური და უნიჭო იუმორის დამამკვიდრებლები ხართ, უნამუსობაში და ტყუილში გაწვრთნილი და დაოსტატებული!

13 იანვარს თეატრის მოღვაწეთა კავშირი ქართული თეატრის დღეს აღნიშნავდა. მხოლოდ ამიტომ იყო იქ შეკრებილი ხალხი! თქვენმა არხმა გადაიღო ეს თავყრილობა და ისე გააკეთა სიუჟეტი, თითქოს ეს ხალხი გია როინიშვილის გამო შეიყარა იქ.

უნამუსოების და დამნაშავეების აღზევებას გადაყოლილი, გაყიდული არხი ხართ. არც თქვენი შოუ მინდა და არც იქ დაღვრილი ცრემლები! დღესაც მტარვალ მიშას ემსახურებით და მისი კარნახით მოქმედებთ! იმ თქვენ საყვარელ გია ბარამიძეს, თქვენს საოცნებო რესპოდენტს კი მოახსენეთ, როცა ჩემზე ილაპარაკებს, თავისი გაფუჭებული ტვინის გადმოსახედიდან ნუ საუბრობს.

თუ ვინმე მოხსნეს პოლიტიკური მოტივით, ეს მე ვიყავი, ფესტივალიც ამ მოტივით დამიხურეს, ეს არაადამიანებო! თქვენ ვისზე ბედავთ ლაპარაკს? გია როინიშვილი სად იყო მაშინ? რატომ არ გააპროტესტა ეს?

ჩვენს თეატრში აკრძალულია პოლიტიკაზე საუბარი.

უამრავი განსხვავებული აზრი არსებობს, მაგრამ არასდროს ამის გამო ჩვენთან არანაირი კონფლიქტი არ მომხდარა!

შეირგეთ, ბატონო გია ჩვენი სულგრძელობა და ჯობდა ჩუმად ყოფილიყავით!

სერიალებშიც ხართ, ფილმებშიც გიღებენ, ილიაუნის თეტრშიც თამაშობთ და ნუ თამაშობთ განაწყენებულს და დაჩაგრულს!

თქვენი სათაყვანებელი რეჟიმის დროს ხდებოდა ეს?

არავინ გიშლით თუმანიშვილის თეატრში თამაშს, თუ ამის სურვილი ექნებათ თქვენს საყვარელ რეჟისორებსა თუ კოლეგებს… ოღონდ იმათ დაელაპარაკეთ!

სირცხილია! ბატონებო! სირცხვილი!

კანონის ყველა მუხლის დაცვით, მე აღარ გაგირძელეთ ხელშეკრულება!

P.S. ზოგიერთ თქვენს ჯგუფელს კი გადაეცით, რომ თუმანიშვილის სახელს არასდროს ამოვფარებივარ… არც მათზე ნაკლები სპექტაკლები და ფილმები დამიდგამს და ჩემი პედაგოგი არ შემირცხვენია… პატივი კი მივაგე, როგორიც შემეძლო! სწორედ მათ გასაგონად ვამბობ! თუმანიშვილი თეატრისა და სპექტაკლის ღალატს არავის აპატიებდა!

მშვიდობით ბრძანდებოდეთ!
Et toi aussi Gia Roinishvili? _  (თარგმანი ფრანგულიდან) შენც გია როინიშვილი ხარ????????
მუდამ თქვენი ქეთი დოლიძე", _ წერს რეჟისორი.

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

კულტურა

„ნიჭიერი ბავშვი“

09:37; 7 დეკემბერი, 2025
კულტურა

„საინტერესო, განსხვავებული გამოფენა“:  გურული მხატვრები საშემოდგომო მოლბერტთან

22:21; 1 დეკემბერი, 2025
კულტურა

“ასეთი იდეა მაქვს”- “მარტო სახლში”-ს მსახიობი ფილმის გაგრძელების იდეაზე

20:04; 26 ნოემბერი, 2025
კულტურა

“ფანტომასი”

13:29; 23 ნოემბერი, 2025
კულტურა

„გვაქვს უთვალავი ფერითა“- თბილისში ჩოხატაურლების მონაწილეობით გამოფენა გაიმართა

15:33; 18 ნოემბერი, 2025

განათლების სამინისტრომ ეროვნული სასწავლო გეგმის პროექტი წარადგინა

პირველად 22 წლის შემდეგ, სოფელ ზედა ვანს სკოლა ექნება

ყველა სიახლე

საზოგადოება

ქარმა სახლებს სახურავები გადახადა და ხეები მოგლიჯა

15:17; 14.12.2025
ფეისბუქსტატუსები

“მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

14:46; 14.12.2025
პოლიტიკა

როდის დატოვებს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე პენიტენციურ დაწესებულებას

13:57; 14.12.2025
სამართალი

„გიო ადგილზე დაიღუპა“- სენაკში ახალგაზრდა ბიჭს გლოვობენ

12:52; 14.12.2025
საზოგადოება

ქარმა სამუსიკო სკოლას სახურავი გადახადა – რა ხდება ხაშურში

12:03; 14.12.2025
სპორტი

განადგურებული მოედანი და გაბრაზებული ფანები – რა მოხდა სტადიონზე, სადაც მესი დაგეგმილზე ნაკლები დროით გამოჩნდა

11:40; 14.12.2025
საზოგადოება

„ასეთი დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება“

11:15; 14.12.2025
სამართალი

პოლიციამ დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო-დაკავებულია 5 პირი

10:48; 14.12.2025
საზოგადოება

“აქტიური ციკლონის გავლენის შედეგად”- მეტეოროლოგი ამინდის შესახებ გვაფრთხილებს

9:59; 14.12.2025
ზაფრანი

„იტალიელს ჰგავს…“

9:33; 14.12.2025
ზაფრანი

„ლოყაზე არ მოისვა ხელი, არც პირი დაიბანო!“

9:23; 14.12.2025
ზაფრანი

როგორ „მოატყუეს“ სანდრო ჟორჟოლიანი

9:17; 14.12.2025
ზაფრანი

„აბა, ახლაც შეხტი, შემობზრიალდი და ფულსაც მიიღებ“

9:15; 14.12.2025
საზოგადოება

“მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარმა ნახევარ მეტრს მიაღწია”- რას აცხადებს ხულოს მერია

9:09; 14.12.2025
საზოგადოება

„საშინელი ტრაგედია ტრიალებს“ – ცნობილია ავარიის შედეგად გარდაცვლილი ახალგაზრდის ვინაობა

20:09; 13.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

14:46; 14.12.2025
0

“ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

10:59; 13.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო