სემეკი ჯანდაცვის სამინისტროს აქციას შეუერთდა.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინფორმაციით, კომისიამ ენერგეტიკის სამინისტროს გამოწვევა მიიღო და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წამოწყებულ აქციას “ერთად დავამარცხოთ C ჰეპატიტი” შეუერთდა.
“აქციაში კომისიის მესიჯებია: ჩვენ ერთად ვეუბნებით არას C ჰეპატიტს; მეტი ინფორმაცია საზოგადოებას C ჰეპატიტის შესახებ; C ჰეპატიტი განკურნებადია – სიცოცხლე გრძელდება”, – აღნიშნავენ სემეკში.
მათივე განცხადებით, კომისია გამოწვევას უგზავნის: ESCO – ესკოს, ენერგოპროჯორჯია/energo pro Georgia-ს, “ყაზტრანსგაზ-თბილისს”, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერსა და ენერგოომბუდსმენს.