საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ეკა ბესელია ვაზაგაშვილის გარდაცვალების საქმეზე დროულ რეაგირებას ითხოვს:
_ შეძრული ვარ, ისევე, როგორც ბევრი თქვენგანი. ჩვენი შეუვალი თანამებრძოლი… ბატონი იური…
ყველას შეგვეხო დღევანდელი ტრაგედია! რამდენიმე წერილი მივიღე მისი და რამდენჯერმე მქონდა ამ საკითხზე საუბარი პროკურატურასთან. ბოლო ინფორმაცია იყო, რომ საქმის გამოძიება დასასრულ ეტაპზე გადავიდა და დამნაშავეთა დაკავებამდე არ საჯაროვდებოდა. ყველა ველოდით.
ახლა ორივე საქმეზე, ორივე ტრაგედიაზე გვინდა პასუხი. პასუხი სწრაფი და სამართლიანი, _ აღნიშნავს ბესელია.