იური ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის განცხადებით, ვაზაგაშვილის გარდაცვალების ადგილის დათვალიერებისა და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების პირველადი შედეგებით, მომხდარი შეიძლება მკვლელობად შეფასდეს.
"ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ბატონი იური ვაზაგაშვილი ააფეთქეს მისი საკუთარი შვილის საფლავზე. მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი დაილუქა და ამჟამად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედება," – განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.