კონსულტაციები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით გაიმართება, რომლის ფარგლებშიც გიორგი მარგველაშვილი ირაკლი ალასანიას შეხვდება.
დღესვე, საქართველოს პრეზიდენტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებს, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელ დიმიტრი სანაკოევს და კონფლიქტურ რეგიონებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს მიიღებს. საუბრის თემა ამჯერად რუსეთსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის, ე.წ. მოკავშირეობისა და ინტეგრაციის ხელშეკრულება იქნება.