საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ოჯახის გადაწყვეტილებით, იური ვაზაგაშვილის ცხედარი დასვენებულია ზურაბ ვაზაგაშვილის სახელობის საზოგადოებრივ დარბაზ "ჯაზუში“, სადაც დღეს, 23 იანვარს, 16:00 საათიდან სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.
24 იანვარს, კი 16 :00 საათზე იური ვაზაგაშვილის ცხედარს სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ, სადაც საეკლესიო პანაშვიდი გაიმართება.
24 იანვარს 20:00 საათზე მას სამების საკათედრო ტაძრიდან მშობლიურ სოფელში ყარაფილაში გადაასვენებენ.
იური ვაზაგაშვილის დაკრძალვა გაიმართება 25 იარვარს 14 :00 საათზე სოფელ ყარაფილაში. მას საკუთარი შვილების გვერდით დაკრძალავენ.