ნუგზარ ცინცაძის დაჭრასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილე ვახტანგ ზენაიშვილმა.
"სამწუხარო ფაქტი მოხდა, ინფორმაციას ჯერ ვერ ვფლობთ დაწვრილებით. გეტყვით მხოლოდ, რომ თანამდებობის პირებსაც აქვთ პირადი საქმე და აღნიშნული შემთხვევა სამსახურებრივ საქმიანობას არაფრით არ უკავშირდება.
ცინცაძე სულ ახლახანს დაინიშნა ა(ა)იპ "ლანჩხუთის ტექსერვისში" და თავის საქმეს საკმაოდ პირნათლად და გულმოდგინედ ასრულებდა. გამოძიება უკვე დაწყებულია და რა მოხდა სინამდვილეში, ალბათ მალე გაირკვევა", – განაცხადა ზენაიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ინციდენტი გუშინ ღამით, სოფელ ჭანჭათში ა(ა)იპ "უფასო სასადილო მზრუნველობამოკლებულთათვის" დირექტორის, გულნარა ჩიჩუას ოჯახში მოხდა.