საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური გახდა.
გომელაური პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ პოსტი საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა, მის მოვალეობას კი, მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ გომელაური იკავებდა.