ურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ფრაქცია "ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის წევრის ასარჩევად წარმოდგენილი მერაბ ტურავას კანდიდატურა განიხილა.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ელისო ჩაფიძემ კომიტეტის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია კანდიდატურის ბიოგრაფიული ცნობებისა და შრომითი გამოცდილების შესახებ. წარდგენის შემდეგ, მერაბ ტურავამ დეპუტატებს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის საქმიანობასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გააცნო.
კომიტეტმა ფარული კენჭისყრით, ხმების უმრავლესობით მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად მერაბ ტურავას არჩევას.
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის წევრის ასარჩევად წარმოდგენილ მერაბ ტურავას კანდიდატურაზე კომიტეტმა გასულს წელს, 16 დეკემბერს ერთხელ უკვე იმსჯელა და მხარი დაუჭირა მის საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად არჩევას, თუმცა 25 დეკემბერს, პლენარულ სხდომაზე კანდიდატმა ხმების საკმარისი რაოდნობა ვერ მიიღო.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ასევე იმსჯელა საქართველოს პრეზიდენტის მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიის სამ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ კანდიდატებზე, კერძოდ, კომიტეტის წევრებმა განიხილეს: კონსტანტინე კირვალიძის უფლებამოსილების ვადის გასვლასთან დაკავშირებით ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი გიორგი ჭიქაბერიძისა და ნათია ჯიქიას, თამაზ შარმანაშვილის უფლებამოსილების ვადის გასვლასთან დაკავშირებით წარმოშობილ ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი დავით ღონღაძისა და ზურაბ ხრიკაძის და გიზო მჭედლიძის უფლებამოსილების ვადის გასვლასთან დაკავშირებით ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი გიორგი ჯავახიშვილისა და ლევან ტურაშვილის კანდიდატურები.
კანდიდატების შესახებ ინფორმაცია კომიტეტის წევრებს საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი კვერენჩხილაძემ მიაწოდა, რის შემდეგაც კომიტეტის წევრებმა კანდიდატებს მოუსმინეს.
კომიტეტმა ფარული კენჭისყრის შედეგად წარმოდგენილი ექვსი კანდიდატიდან ხუთს: გიორგი მიქაბერიძეს, ნათია ჯიქიას, დავით ღონღაძეს, ზურაბ ხრიკაძეს და გიორგი ჯავახიშვილს მხარი დაუჭირა.
მიუხედავად ამისა, პარლამენტის პლენარული სხდომა საქართველოს პრეზიდენტის მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის სამ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ ექვსივე კანდიდატს განიხილავს.