წუხელ, გვიან ღამით, ქალაქ ოზურგეთის ცენტრში, სუპერმარკეტ “მოდერნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ყაჩაღობა მოხდა.
თვითმხილველების თქმით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში მცხოვრები ზ.ლ, რომელიც შეიარაღებული იყო მაღაზიაში შეიჭრა და მეპატრონისგან დიდ თანხას ითხოვდა.
"გურია ნიუსის“ ინფორმაციით, შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დამნაშავე ადგილზე აიყვანეს.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, დამნაშავეს სოლიდური თანხა ჰქონდა წაგებული.
შსს პრესსამსახურის ინფორმაციით აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე სსკ 179-ე მუხლითაა აღძრული.