მაინც ვინ უფრო კარგად სწავლობს – გოგონები თუ ბიჭები?
ცოტა ხნის წინ ამ კითხვას ავსტრიელმა ფსიქოლოგებმა უპასუხეს.
ვენის დიდი სკოლების ათასობით მოსწავლის ხანგრძლივი გამოკვლევების შედეგები მეცნიერებმა შეაჯამეს.
დადასტურდა ძველი ჭეშმარიტება: საერთოდ, გოგონები სწავლობენ უკეთ, გულმოდგინედ, მათ შორის ბევრი წარჩინებულია, მაგრამ ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ ისინი უფრო ნიჭიერები არიან, ვიდრე თავიანთი ტოლი ბიჭები.
სპეციალური ანკეტის შევსებისას ბიჭები პასუხებს აყალიბებდნენ უფრო ზუსტად და სწრაფად იღებდნენ სწორ გადაწყვეტილებას.