ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რიჩარდ ნორლანდის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის გულახდილად საუბრობს და საზოგადოების საინტერესო დისკუსიას იწვევს:
_ მნიშვნელოვანია დიალოგი, რომელიც გახლავთ აზრის გამოხატვის თავისუფლება.
ეს კი მნიშვნელოვანია საზოგადოებაში მნიშვნელოვანი პროცესისათვის.
ამ შემთხვევაში მედია და არასამთავრობო სექტორი კრიტიკულ როლს თამაშობენ ამავე პროცესში. ივანიშვილის მოსაზრება მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის.
თავის მხრივ, არასამთავრობო ორგანიზაციები – საია, "საერთაშორისო გამჭვირვალობა" და "სამართლიანი არჩევნები" მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსი, _ ასეთი განცხადება გააკეთა ნორლანდმა ივანიშვილის გუშინდელი განცხადების კომენტირებისას.
ელჩმა კომენტარი ინტერვიუს იმ ნაწილზე გააკეთა, რომელიც არასამთავრობოებს ეხებოდა.
ნორლანდის განმარტებით ინტერვიუს სრულ ვერსიას დღეს გაეცნობა.