"გურია ნიუსის" ინფორმაციით, ტელეკომპანია "მაესტრო" იყიდება.
ჩვენი წყაროს მტკიცებით, მფლობელებმა ტელეკომპანიის სრული პაკეტის გაყიდვა გადაწყვიტეს.
ჩვენ ინფორმაციის გადამოწმება რამდენიმე მაესტროელთან ვცადეთ.
მამუკა ღლონტის თქმით, მან ერთი თვეა, რაც საკუთარი წილი გააჩუქა, ძველ მაესტროელებს გადაუფორმა და ტელეკომპანიასთან კავშირი არ აქვს. მისივე თქმით, მისთვის უცნობია, იგეგმება თუ არა ტელეკომპანიის გაყიდვა.
"გურია ნიუსი" კოტე გოგელიასთან დაკავშირებასაც შეეცადა, თუმცა უშედეგოდ. ჩვენი წყაროს თქმით, ჯერჯერობით არ დაუზუსტებიათ ტელეკომპანიის ზუსტი ფასი, და არც მყიდველია მოძებნილი. წყაროს ამბობს, ტელეკომპანიის მყიდველი აქტიურად იძებნება.