https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

    კრასნოდარის მხარეში დრონებმა მილსადენი და ორი გემი დააზიანეს

    ვიქტორ ორბანი – უკრაინის ჩამოშლა უნგრეთისთვის კატასტროფა იქნება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

შემთხვევა ჩოხატაურში

15:01; 31.01.2015
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

მრავალი ქართველი მსახიობის მიერ განსახიერებული როლები ჩვენი კინოხელოვნების ოქროს ფონდშია შესული. უბადლო პროფესიონალიზმის გარდა ისინი შესანიშნავი იუმორითაც იყვნენ დაჯილდოებულები. ზოგიერთი მათგანი დღეს ცოცხალი აღარ არის, მაგრამ მათ ცხოვრებასთან დაკავშირებული სხვადასხვა ნიუანსები დღემდე თაობიდან-თაობებს ტკბილი მოგონებების სახით გადაეცემა.

ბატონი იპოლიტე ხვიჩია ერთხელ გადაღებებზე ოზურგეთში მიდიოდა და თავს ერთი უჩვეულო შემთხვევა გადახდა.

“მახარაძეში გადაღებაზე მივდიოდით. ერთი ფეხმძიმე გოგონა ტირილით ამოვიდა ვაგონში. ეროსიმ დაუყვავა და მიეფერა. როცა გაიგო, რომ გოგონასთვის ჯიბის ქურდებს 30 მანეთი ამოუცლიათ, ფულიც მისცა. გოგონა საჯავახოში ჩავიდა. მე მივაძახე: ბიჭი თუ შეგეძინოს, ეროსი დაარქვი-მეთქი.

და მოხდა საოცრება – ჩოხატაურში გამოგვეცხადა ეს გოგონა მეუღლითა და პატარა ეროსით. დავულოცე დიდი ეროსის პატარა მოსახელე და ვუთხარი: ეროსის ნიჭიც დაგნათლოდეს, ჩვენო პატარავ-მეთქი”.

მსახიობი ლეილა აბაშიძე მრავალ მხატვრულ ფილმშია გადაღებული და როგორ იქნებოდა რომ კურიოზულ სიტუაციებშიც არ აღმოჩენილიყო. ერთ-ერთ მათგანს ამჟამად გავიხსენებ. რეჟისორ სიკო დოლიძის სურათის “შეხვედრა წარსულთან” გადაღება გურიაში, ჩოხატაურის რაიონში მიმდინარეობდა. ლეილა აბაშიძე მასში ღატაკი და უთვისტომო ქალიშვილი ნინოს როლს ასრულებდა.

ერთხელაც დილით, დაკონკილ კაბაში ჩაცმული ქალბატონი ლეილა, დაგლეჯილი ჩუსტებიდან ფეხის თითები რომ უჩანდა, ჩოხატაურის სასტუმროს წინ მანქანის მოლოდინში კიბეზე იჯდა და ერთი კვირა დიეტით ნაშიმშილევი, ცარიელ პურს შეექცეოდა. კვირა დღე იდგა და ქუჩაშიც ხალხმრავლობა შეინიშნებოდა. ადგილობრივი ქალები მსახიობს დაჟინებით უყურებდნენ და გაოცებულები ერთმანეთს ეჩურჩულებოდნენ.

ცოტა ხნის შემდეგ მათ რიგებს ერთი შუახნის ქალი გამოეყო, ლეილასთან მივიდა, ჩანთიდან გურული კეცის მჭადი და ჭყინტი ყველი ამოიღო და სევდიანი სახით მსახიობს მიაწოდა. “—ამფერი კაი ციცა რეიზა დაგჩაგრა ცხოვრებამ? ამ დროებაში მასე რა გაგიჭირვა”—უთხრა და თვალზე მომდგარი ცრემლი მოიწმინდა. რამდენი წელია გასული იმ შემთხვევიდან და ლეილა აბაშიძეს ჩოხატაურული მჭადისა და ჭყვინტი ყველის დაუვიწყარი გემო დღემდე ახსოვს.

რეჟისორი ნანა ჯანელიძე იხსენებდა: “ნატვრის ხეს” ვიღებდით. უცებ, ბატონმა თენგიზმა დაიძახა, “მზად არის”. დასტაცეს ასისტენტმა ბიჭებმა ხელი სესილია თაყაიშვილს და ჩასვეს ტალახში. ამაზე ირგვლივ სიცილ – ხარხარი ატყდა. თენგიზმა ისევ დაიძახა: “მატორ!“ სესილია ნამდვილი მსახიობი იყო. უცებ მონუსხა ყველა. იჯდა სესილია ტალახში, დასვრილ ხელებს ასავსავებდა, თითოეულ მათგანს თვალებში უყურებდა… მის თვალებში იკითხებოდა, აი, შენ ხარ დამნაშავე, შენც… უცებ თითქოს გაიყინა ყველა, სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. იმდენად გასაოცრად, დამაჯერებლად გაითამაშა ეს სცენა, ერთი დუბლის მეტი არ დაგვჭირვებია.

რადგან ხელები დიდხანს ჰქონდა ტალახში, სცენის გადაღების შემდეგ საშინელი ალერგია დაეწყო. სთხოვდნენ ხელთათმანების ჩაცმას, მაგრამ არ გაუკეთებია, სამაგიეროდ, მის ხელებს ერთ წელიწადს მკურნალობდნენ, ინფექცია ჰქონდა შეჭრილი”.

მშვენიერი ქალბატონი დოდო ჭიჭინაძეც გავიხსენოთ.

“საგარეჯოს კულტურის სახლში “მეფე ერეკლეს” ვთამაშობდით. ვასრულებდი ანა ბატონიშვილის როლს. სცენა ასეთი იყო: ანა ბატონიშვილი თავს იკლავს, ბესიკი – იაშა ტრიპოლსკი დასტირის სატრფოს.

გავითამაშეთ ეს სცენა. უცებ სცენაზე ამოვარდა 8-9 წლის ბიჭი. აღელვებული დამაკვირდა, მერე გახარებულმა მაყურებელს ამცნო: სუნთქავს, სუნთქავს! უცებ გაისმა მთელ დარბაზში სიცილი“.

ერთ-ერთ ადრინდელ საბჭოთა კინოსურათში, მსახიობი ბორის წიფურია დიდი სტალინის როლს ასრულებდა და უნებლიედ ყველას ყურადღებასაც იპყრობდა. თუ ლეილა აბაშიძე საკუთარი “კინოიმიჯით” გარშემო მყოფთა სიბრალულს იწვევდა, ბატონ ბორისს  საბჭოთა ქვეყნის ჭაობიდან ამოთრევა და ძველ დროში დაბრუნება მოსთხოვეს. ალბათ მაინც უმჯობესი იქნება თუ სიტყვას თავად მსახიობს გადავცემთ.

„სტალინის როლს ვთამაშობდი. პირველი გადაღება წითელ მოედანზე მქონდა.

სპასკის ჭიშკრიდან გამოვედი, მისი ზუსტი “სახით”—სრულ გრიმსა და კოსტიუმში. ამ დროისათვის მოედანზე უკვე მოსულიყვნენ პირველი დამთვალიერებლები. ყველამ “ცოცხალ სტალინს” მიაპყრო მზერა. ბოლოს ცხადია შეამჩნიეს, რომ კინოგადაღება მიმდინარეობდა. ერთ-ერთმა ომის ვეტერანმა მთხოვა, თავის ბავშვთან ერთად გადაეღო ჩემთან სურათი სამახსოვროდ.

შემდეგ ვიღაცამ სასოწარკვეთით დაიყვირა: “ მამა! მამა! როდესაც შენ ცოცხალი  იყავი, მე მაძღარი გახლდით და საერთოდ ადამიანი ვიყავი, დღეს კი მშიერი ვარ. მამა, გვიშველე მამა, გადაგვარჩინე!”. ყველა მხიარულ გუნებაზე დადგა და მერწმუნეთ, არც ერთი ბოროტი გამოხედვა არ შემიმჩნევია “სტალინის” მისამართით”.

ჩვენი შემდეგი რესპოდენტი ქალბატონი ნინო ჩხეიძეა, რომელიც ერთ უჩვეულო ამბავს გაიხსენებს.

“მარჯანიშვილის თეატრში გადიოდა კიტა ბუაჩიძის არაჩვეულებრივი პიესა “ეზოში ავი ძაღლია”. პრემიერაც და რიგითი სპექტაკლებიც ანშლაგით მიდიოდა. მშვენიერი მსახიობები თამაშობდნენ: მედეა ჯაფარიძე, ვახტანგ ნინუა, გივი ბერიკაშვილი, თენგიზ მაისურაძე. სოფიკო ხომ ბრწყინვალე იყო, მისი ცეკვის შემდეგ ტაში დიდხანს არ ცხრებოდა დარბაზში. ამ სპექტაკლში მე და ჩემი შვილიც ვმონაწილეობდით. ჩემი შვილიშვილი პატარა იყო, სამი წლის. ბავშვის მიმხედი არავინ გვყავდა და ამიტომ თეატრში მომყავდა ხოლმე. როცა სცენაზე გავდიოდი, დავსვამდი კულისებში სკამზე და ჩავაბარებდი სცენის მუშებს – თქვენი ჭირიმე, მიმიხედეთ, სცენაზე არ გამოვარდეს-მეთქი. დარბაზი ხომ სავსე იყო მაყურებლით და კულისებშიც უამრავი ხალხი იდგა. მსახიობები, ტექნიკური პერსონალი, სცენის მუშები სიცილით იხოცებოდნენ სპექტაკლის მსვლელობისას.

მე ვთამაშობდი ცაცანას, სპეკულიანტს, შინაბერას. ჩემი პარტნიორი იყო გივი ბერიკაშვილი. სპექტაკლში გივის ვეხვეწები, ცოლად შემირთე-მეთქი. ის კი მეკითხება, რამდენი წლის ხარო და მეც ისე ვპასუხობდი, ვერ გაიგებდით, ოცდათექვსმეტის ვიყავი თუ ორმოცდათექვსმეტის. სცენაზე შემოდიოდა სოფიკო – ქურთის გოგო, შენ კი არა, მე უნდა შემირთოსო და იწყებოდა ჩვენი პაექრობა. მე ვეჭვიანობდი და იკვრებოდა არაჩვეულებრივი ტრიო: სოფიკო, გივი და მე.

ერთხელაც, მიმდინარეობს სპექტაკლი, მე ვეხვეწები გივის, შემირთე-მეთქი და ველოდები სოფიკოს გამოსვლას, ის კი არ ჩანს. რა ვქნათ, აღარ ვიცით მე და გივიმ.

ჩემი შვილიშვილი, რა თქმა უნდა, კულისებში ზის, ჩაბარებული მყავს რამდენიმე მეთვალყურისთვის. ისიც ცნობისმოყვარეობისგან აღარ არის. იმას კი ხედავს, კულისებში რა ხდება, მაგრამ ვერ ხვდება, დარბაზში ხალხი რატომ იცინის და უნდა მათი დანახვა. წამოიწევა სკამიდან, წაიგრძელებს კისერს და ის არის უნდა გამოიხედოს პარტერში, რომ მე ამის შემხედვარე ვიწყებ ყვირილს: ვაი, ვაი, ვაი. გავრბივარ სცენიდან, გამომეკიდება გივი – სად მიდიხარ, ცაცან-ჯან. მივალ ბავშვთან, დავსვამ ისევ თავის ადგილას და ვაგრძელებთ სცენას.

მიმდინარეობს სპექტაკლი. სოფიკოს გამოსვლის დროა, ის კი არ ჩანს. თურმე ვერიკო ცუდად გამხდარა და სახლში გაქცეულა. ჩვენ კი სიტყვებს წინ და უკან ვატრიალებთ, სად არის, რატომ არ მოდის? ჩემს შვილიშვილს ჰგონებია, მე მეძებენო. გამოტუსტუსდა სცენაზე და მეუბნება: აქა ვარ, ბებოო!

ეს რომ გივიმ დაინახა, თვალები დამიქაჩა და იყვირა – რაო, შენ ბებია ხარ და თავს გასათხოვრად ასაღებ, ამხელა შვილიშვილი გყოლია, მატყუებ, გინდა შეგირთო და ცოლად მოგიყვანოო? ათი წუთი მე და გივის ისეთი დიალოგები გვქონდა, რაც საერთოდ არ ეწერა პიესაში. ამაზე რაღა უნდა მეთქვა, არ ვიცოდი და ხმა ვერ ამოვიღე.

გივიმ კი “იმარჯვა”. ხელში აიყვანა ბავშვი და სამივე სიმღერ-სიმღერ გავედით სცენიდან. მაყურებელმა ვერ გაიგო ჩვენი “ხულიგნობის” ამბავი. იფიქრა, ალბათ ასე იყო სათამაშო სცენა და ამგვარად დავამთავრეთ. იმ დღეს ხალხმა ვერ ნახა სოფიკო ჭიაურელის არაჩვეულებრივი ცეკვა, მაგრამ მაყურებელი მაინც მხიარული გავისტუმრეთ, ისეთი ეფექტური იყო ამ პატარა გოგოს გამობაჩუნება სცენაზე.”

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

ანრი ჯოხაძე, “შერეკილები”, ოთო ნემსაძე – კიდევ ვინ იმღერებს ოზურგეთში ნაძვის ხის ანთების ცერემონიაზე

17:49; 22 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

ილია მეორე ელჩების შეკრების მონაწილეებს მიმართავს

16:37; 22 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

ლაშა აბაშიძე: „საქართველოს რკინიგზა ანაკლიაში სარკინიგზო ინფრასტრუქტურის შენებას იწყებს“

16:05; 22 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

ლაშა აბაშიძე: რკინიგზის  მოდერნიზაციის პროექტის ამოქმედებისთანავე სატრანზიტო დრო შემცირდება

14:12; 22 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

გადაწყვეტილება ძალაში 1-ელი იანვრიდან შევა _ ვის დაუბრუნებენ ჩამორთმეულ მართვის მოწმობებს

12:44; 22 დეკემბერი, 2025

„საჩხერეში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ყველაფერი პრობლემაა“

ტრეფიკინგში ბრალდებულ ყირგიზეთის მოქალაქეს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ყველა სიახლე

მსოფლიო

ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

19:47; 22.12.2025
მსოფლიო

რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

19:15; 22.12.2025
სამართალი

ზურა ჯაფარიძეს პროკურატურა გირაოს გადახდას თხოვს

18:31; 22.12.2025
სამართალი

ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

17:59; 22.12.2025
საზოგადოება

ანრი ჯოხაძე, “შერეკილები”, ოთო ნემსაძე – კიდევ ვინ იმღერებს ოზურგეთში ნაძვის ხის ანთების ცერემონიაზე

17:49; 22.12.2025
ფინანსები

აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ, გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, $25 მლნ-ისა და €15 მლნ-ის ოდენობის საჯარო ობლიგაციები გამოუშვა

17:17; 22.12.2025
საზოგადოება

ილია მეორე ელჩების შეკრების მონაწილეებს მიმართავს

16:37; 22.12.2025
საზოგადოება

ლაშა აბაშიძე: „საქართველოს რკინიგზა ანაკლიაში სარკინიგზო ინფრასტრუქტურის შენებას იწყებს“

16:05; 22.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში პირველი Hampton by Hilton გაიხსნა

15:23; 22.12.2025
ფინანსები

შეიქმენით საუკეთესო საახალწლო გამოცდილება SOLO და Visa-სთან ერთად სასტუმრო ტელეგრაფში

14:33; 22.12.2025
ფინანსები

თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება სითი მოლში

14:17; 22.12.2025
საზოგადოება

ლაშა აბაშიძე: რკინიგზის  მოდერნიზაციის პროექტის ამოქმედებისთანავე სატრანზიტო დრო შემცირდება

14:12; 22.12.2025
მსოფლიო

მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

14:05; 22.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის AI-ის შესახებ ვორკშოპი გაიმართება

13:40; 22.12.2025
მსოფლიო

უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

13:27; 22.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

14:50; 21.12.2025
0

,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

9:47; 21.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო