რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ საქართველოში მოქმედი წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციები კორუფციულ გარიგებებში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ შვედური ორგანიზაციიის _ "სიდას” მიერ გამოგზავნილი გრანტებით, რომელიც სიღარიბის დაძლევას უნდა მოხმარებოდა, ქართული არასამთავრობოები პოლიტიკური ხასიათის კვლევებს აწარმოებდნენ.
აღნიშნული განცხადება ხაინდრავამ "იმედის კვირაში" გააკეთა:
_ "შვედური არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდა” ფინანსდება შვედეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან. როდესაც შვედეთის ხელისუფლებაში მოვიდა ბილდი, აქედან დაიწყო სააკაშვილი-ბილდტის კორუფციული სქემა.
საქართველოში "სიდა”-დან მილინობით ფული მოდიოდა სიღარიბის პროგრამის განსახორციელებლად. ეს ფულ მიდიოდა "ენ-დი-აი”-ში და "ევრაზიის ფონდში,” ამ ფონდებიდან უნდა დაფინანსებულიყო სიღარიბის დაძლევის პროგრამა და არა ის კვლევები, რომელიც ხორციელდებოდა "ენ-დი-აი”-ს მეთაურობით და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მეთაურობით, რომლებიც არჩევნების გაყალბებას ემსახურებოდნენ" _ აღნიშნა ხაინდარავამ.
მისივე თქით, ამ სქემის მონაწილე "ნებსით თუ ინებლიეთ" სამართლიანი არჩევნები” და " საერთაშორიო გამჭირვალობა _ საქართველო"ც იყვნენ.
ხაინდრავას ამ განცხადებას ნინო ლომჯარიას პროტესტი მოჰყვა:
_ "თქვენ ტყუით ბატონო გოგა. ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, ამის მტკიცებულებები მაჩვენეთ. ამის გამო გიჩივლებთ.
"სიდა”- დან გრანტი არ ამიღია და საიდან მოგაქვთ? ჩვენ აუცილებლად გიპასუხებთ და ძალიან შეგრცხვებათ მერე…ბოდიში მოიხადეთ ბატონო გოგა…" – მიმართა ლომჯარიამ ხაინდრავას.
"ამ წლების განმავლობაში 2-დან 4 მილიონ დოლარამდე გაქვთ აღებული" _ განაცხადა ხაინდარავამ, რომლის განმარტებით ბოდიში მას არა აქვს მოსახდელი.
"იმედის კვირაში" განვითარებულ მოვლენებს, მოგვიანებით, ფეისბუქში გამოეხმაურა "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელი ნინო ლომჯარია:
_ "იმედის კვირის ეთერში გოგა ხაინდრავამ "სამართლიანი არჩევნების" წინააღმდეგ ცილისმწამებლური განცხადებები და არსებითად მცდარი ფაქტების შემცველი ინფორმაციები გააკეთა. მან განაცხადა, რომ "სამართლიანი არჩევნები" მონაწილეობდა "პოლიტიკური კორუფციის დიდ სქემაში", კერძოდ, ისფედ-ს უკანასკნელი წლების განმავლობაში შვედეთის განვითარების სააგენტოსგან (SIDA) სხვადასხვა ორგანიზაციების გავლით მიღებული აქვს რამოდენიმე მილიონი დოლარი (როგორც მან დააკონკრეტა, ეს არის 2-დან 4 მილიონ დოლარამდე).
ხაინდრავას განცხადებით ეს იყო სიდას მიერ სიღარიბის დაძლევის მიზნით გამოყოფილი თანხები. მსურს სრული პასუხისმგებლობის განვაცხადო, რომ ხაინდრავას მიერ გაკეთებული განცხადება არის ცილისწამება და მიზნად ისახავს საზოგადოების თვალში ორგანიზაციის დისკრედიტაციას.
ორგანიზაცია უახლოეს პერიოდში გამოაქვეყნებს ინფორმაციას სიდას მიერ ისფედისთვის დაფინანსებული საქმიანობებისა და დაფინანსების ოდენობის თაობაზე.
ასევე, მივმართავ იმ კვლევის ავტორებს, თუ იმ გაზეთების ჟურნალისტებს, რომლებიც აპირებენ მსგავსი შინაარსის სტატიების დაწერას (როგორც ხაინდრავამ დააანონსა, მალე გაზეთებიც დაწერენ ამას), მოგვმართონ ორგანიზაციაში და ჩვენთან დაგაამოწმონ აღნიშნული ფაქტების სინამდვილესთან შესაბამისობა.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ჩავთვლით, რომ მედია საშუალებების მხრიდან ადგილი ექნება შეგნებულად მცდარი ინფორმაციის გავრცელებას და გვექნება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება." _ წერს ლომჯარია

































































