61 წლის მამაკაცის ა.ბ-ს დასახიჩრებული გვამი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბანში რამდენიმე დღის წინ იპოვეს.
მამაკაცი დაკარგულად ითვლებოდა და პოლიცია მას 2 თვის განმავლობაში ეძებდა.
როგორც გვითხრეს გვამს სხეულის ქვედა ნაწილები არა აქვს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლითაა აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანას გულისხმობს მსხვერპლისადმი მუქარით ან სასტიკი მოპყრობით, ანდა მისი პატივის ან ღირსების სისტემატური დამცირებით.
აღნიშნული დანაშაული თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე ისჯება.