საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საზოგადოებას მილოცვებისთვის მადლობას უხდის.
"ყველას დიდი მადლობა მოლოცვისათვის, მაკა და თემო კარგად გრძნობენ თავს", _ აღნიშნულია პრეზიდენტის "ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე.
ცნობისთვის, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და მის მეუღლეს, მაკა ჩიჩუას ვაჟიშვილი შეეძინათ.
ახალშობილი 3.600 კილოგრამი და 51 სანტიმეტრი დაიბადა. მაკა ჩიჩუამ საკეისრო კვეთით იმშობიარა.
ახალშობილი გიორგი მარგველაშვილისა და მაკა ჩიჩუას პირველი საერთო შვილია.
პრეზიდენტის ვაჟს თეიმურაზი დაარქვეს.