აღნიშნული თანდის დიდი ნაწილი იძულებით გადაადგილებულ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა ინფრასტრუქტურული პირობების გაუმჯობესებას უნდა მოხმარდეს.
ამას პარლამენტში რატიფიცირებისთვის წარდგენილი "ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებისა და იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერისთვის" ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის 2010 წლის 12 აგვისტოს დახმარების შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილება ნომერი 5" დოკუმენტი ითვალისწინებს, რომელიც გუშინ კომიტეტებში განიხილეს.
საერთაშორისო ხელშეკრულება დეპუტატებს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ გააცნო. როგორც განხილვისას აღინიშნა, ხელშეკრულება მნიშვნელოვანია, რადგან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს საზოგადოებაში ინტეგრირებისთვის მეტ შესაძლებლობას მისცემს.