ლუქსორის ეგვიპტურ და ევროპულ კინო-ფესტივალზე "სიმინდის კუნძულმა" ვერცხლის ჯედი მოიპოვა.
დასრულდა ლუქსორის ეგვიპტური და ევროპული კინო-ფესტივალი, სადაც "სიმინდის კუნძული" სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების კონკურსში მონაწილეობდა. გიორგი ოვაშვილის ფილმა ჟიურის სპეციალური ჯილდო – ვერცხლის ჯედი მოიპოვა.
ოქროს ჯედი ანდრეი ზვიაგინცევის ფილმს – "ლევიათანს" ერგო, ბრინჯაოს ჯედი კი – ბრიტანელ რობი ბრაუნის "თექვსმეტს" ერგო.
ფესტივალის ოფიციალური ჯილდო – ჯედი – ეგვიპტური მითოლოგიის ერთ-ერთი უძველესი და ხშირად გამოყენებადი ფიგურაა. იეროგლიფებით გაფორმებული, სვეტის ფორმის სიმბოლო სიმტკიცისა და გამძლეობის გამომხატველია. ჯედის შექმნა ცეცხლის ღმერთ – პტას და მიცვალებულთა მფარველი ღმერთის – ოსირისის სახელებს უკავშირდება.
ლუქსორის ეგვიპტური და ევროპული კინო-ფესტივალი 24-31 იანვარს გაიმართა. ის ყოველწლიური, ეგვიპტის კულტურის სამინისტროს მიერ ორგანიზებული ფესტივალია.
ფესტივალის მიზანია ეგვიპტური და ევროპული კინომატოგრაფიისა და აუდიო-ვიზუალური საქმიანობის ერთმანეთში გაცვლა.