ამ წუთებში "გურია ნიუსისთვის" ცნობილი ხდება, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყე იწვის.
სახანძრო-სამაშველო სამსახურის ოპერატორის, ნაზი ინწკირველის თქმით, ამის შესახებ სახანძრო სამაშველო სამსახურს თბილისიდან შეატყობინეს. ადგილზე გასულია სახანძრო მანქანები.
"გურია ნიუსის" ინფორმაციით, ხანძარი გაჩენილი აქვს სოფელ წითელმთის ტყესაც, თუმცა სახანძრო სამსახურში ამის შესზხებ ოფიციალურად შეტყობინება არ შესულა.