2002 წელს გარდაცვლილი გიორგი გაბუნიას მამა, ლევან გაბუნია აცხადებს, რომ იური ვაზაგაშვილი და მისი შვილი ზურაბ ვაზაგაშვილი კრიმინალები იყვნენ.
ამის შესახებ ლებან გაბუნიამ გადაცემა "არჩევანში" ისაუბრა".
მისივე მტკიცებით, იური ვაზაგაშვილი ნარკორეალიზატორი იყო.
"ზურაბ ვაზაგაშვილი კრიმინალი იყო, ყაჩაღი და ბანდიტი. იურა ვაზაგაშვილიც კრიმინალი იყო, ეს ჩემთვის შემდეგ გახდა ცნობილი. თბილისელებმა ძალიან კარგად იციან, რას საქმიანობდა ის "ჯაზუში". ნარკოტიკები იყიდებოდა, "სუბუტექსის" პირველი შემომტანი იყო. ასე რომ, პოლიტიზირებულია საქმეები, რომლებიც პოლიტიკოსებს სჭირდებთ. მიმიფურთხებია იმ თბილისელისთვის და იმ პოლიტიკოსებისთვის, რომლებიც იურა ვაზაგაშვილს და მის შვილს გმირებად შერაცხავს. ყველაფერს ნათელი მაშინ მოეფინება, როდესაც ჩემი შვილი და პაპუაშვილის მკვლელობის საქმე საბოლოოდ დასრულდება", _ განაცხადა გაბუნიამ.
ლევან გაბუნიამ ასევე ისაუბრა მისი შვილისა და გიორგი პაპუაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ზურაბ ვაზაგაშვილმა მისი შვილი იმის გამო მოკლა, რომ ის ბექა პაპუაშვილის მკვლელობის თვითმხილველი იყო.