შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილი უფროსის, გურამ დონაძის განცხადებით "ბუტა რობაქიძე არც გურამ დონაძეს, არც ზურაბ მიქაძეს, არც ირაკლი ფირცხალავას არ მოუკლავს".
მისივე თქმით, "ეს ცალსახად დადასტურებულია და ადამიანმა, რომელსაც გაუვარდა იარაღი, აგო პასუხი“.
_ "არანაირი გამოძიება გენერალურ პროკურატურაში არ მიდის. გამოძიება დასრულდა ზუსტად 2 წლის წინ. საქმე სასამართლოს 2013 წლის მაისში გადაეცა და დღემდე მხოლოდ 3 სხდომაა გამართული.
რამდენიმე დღის წინ მანანა კობახიძემ განაცხადა, რომ ბუტა რობაქიძის საქმეზე გამოძიება არ დასრულებულა.
ეს არის ტყუილი. სასამართლოში არ იხილება ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმე, სასამართლოში განიხილება ჩვენი უფლებამოსილების გადამეტების საქმე და იარაღების იქ ყოფნა-არყოფნის საქმე", _ განაცხადა დონაძე ტელეკომპანია რუსთავი2-ის ეთერში, გადაცემა "არჩევანში" საუბრისას.