ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში, ბრალდებულების – რიჩარდ ცქვიტინიძისა და გიორგი ზაქარეიშვილის პროცესი მიმდინარეობს, რომელიც ბრალდებულების მხრიდან სასამართლო უპატივცემულობას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ ფაქტი 2014 წლის 20 ნოემბერს მოხდა, როცა ცქვიტინიძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პროკურორსა და მოსამართლეს.
ამ წუთებსი მოსამართლე ლევან დარბაიძე განაჩენის გამოსატანადაა გასული.
ერთ-ერთი ბრალდებულის, გიორგი ზაქარეიშვილის მშობელი, როგორც ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, არ ელოდება, რომ მოსამართლე თავისი შვილის სასარგებლოდ გამოიტანს განაჩენს.