ნატო და საქართველო თბილისში მუდმივმოქმედ ანტიტერორისტულ საწვრთნელ ცენტრს ქმნიან.
ამის შესახებ ბრიუსელში ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტერბენგმა საქართველო-ნატო-ს კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ, რომელიც დღეს გაიმართა და მას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ესწრებოდა.
„წლის ბოლომდე, ნატოს წევრი ქვეყნები და პარტნიორი სახელმწიფოების სტატუსის მქონე ქვეყნები მუდმივმოქმედ საწვრთნელ ბაზაზე სამხედრო მანევრებს ჩაატარებენ.
გარდა ამისა, საქართველო და ნატო ექსპერტების მუდმივმოქმედ ჯგუფს ჩამოაყალიბებენ, რომელიც საქართველოში სამხედრო რეფორმის განხორციელებას შეუწყობს ხელს.“ – განაცხადა სტოლტენბერგმა.
იენს სტოლტენბერგმა რუსეთზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ იგი არ წარმოადგენს პირდაპირ საფრთხეს ნატო-ს წევრი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის და მოუწოდა მას, რომ უარყოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ ქვეყნებად ცნობა.
გამოყენებულია www.kommersant.ru-სა დაwww.tass.ru-ს ინფორმაცია