"დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ მე არ გახლავართ ის ქალაქის მერი, თუნდაც რამდენიმე ხმის სანაცვლოდ თვალს რომ დახუჭავსქალაქში შემხვედრ მანკიერებებზე.მივიღებთ უმკაცრეს ზომებს ყოველი მოვაჭრის მიმართ"- აღნიშნული განცხადება ქალაქ ოზურგეთის მერმა, ბეგლარ სიორიძემ ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე გააკეთა.
"მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო ქალაქ ოზურგეთის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ურბანული განვითარების სამსახურის მიერ ჩატარებული სამუშაოებთან დაკავშირებით ძალიან მოკლედ გეტყვით ამ ხნის მანძილზე რა გააკეთეს.
აღნიშნული სამსახური ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ახორციელებს ზედამხედველობას, მიმდინარე მშენებლობებზე, გარე ვაჭრობებზე, ავტოსანტრანსპორტო საშუალებათა მიერ გამოყოფილი სადგომებზე. სამსახურის მიერ ამ ხნის მანძილზე ექსპლუატაციაში მიღებული იქნა შვიდი სამშენებლო ობიექტი, გაიცა სამი მშენებლობის ნებართვა, მოხდა სამი შეთანხმება, ეს მიგვანიშნებს, იმაზე, რომ ჩვენი ქალაქი განვითარების გზას ადგას,"_ აღნიშნა ბეგლარ სიორიძემ საკრებულოს სხდომაზე.
მისივე თქმით, აღნიშნული სამსახური მონიტორინგს ახორციელებდა ქალაქის ტერიტორიაზე პარკირებისთვის გამოყოფილი ავტოსადგომების ექსპლუატაციაზე, რომლის ფარგლებშიც გაფრთხილება მიეცათ სადგომების მოიჯარეებს.
"აქვე მოხდა შეთანხმება ავტოსადგომის იჯარით გაცემასთან დაკავშირებით, ეს ეხება ი.მ დავით კვაჭანტირაძეს, რომლის შესახებაც თქვენც ხართ საქმის კურსში. დღესათვის მდგომარეობა ასეთია, რომ დაგროვილი დავალიანება გადანაწილებული არის ყოველთვიურ შემონატანზე და ვითარდება ზუსტად გრაფიკის მიხედვით.
ქალაქ ოზურგეთის ტერიტორიაზე ზედამხედველობის სამსახურის მიერ გარე ვაჭრობისა და სავაჭრო ობიექტების მიმდებარე ტერიტორიებზე ვაჭრობის მოწესრიგების მიზნით ხორციელდება ყოველდღიური ზედამხედველობა, ქალაქში ეს საკითხი ამ მხრივ მნიშვნელოვნად არის მოწესრიგებული, თუმცა 2015 წელს გასაკეთებელი ძალიან ბევრია ამ კუთხით და დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ მე არ გახლავართ ის ქალაქის მერი, რომ თუნდაც რამოდენიმე ხმის სანაცვლოდ თვალს დახუჭავს იმაზე, რა მანკიერი სახეებიც გვხვდება ჩვენს ქალაქში ყოველ ფეხის ნაბიჯზე. მივიღებთ უმკაცრეს ზომებს ამ გაფრთხილებების შემდეგ ყოველი მოვაჭრის მისამართით. პირველ რიგში ვმუშაობთ იამზე, რომ ამ ადამიანებს შევუქმნათ ალტერნატიული ფართი, ამის შემდეგ მივმართავთ იმ ღონისძიებებს რომ ქალაქი დავამსგავსოთ ქალაქს,"_ აღნიშნა სიორიძემ.