"ჩვენ დღეს ყველანი უკრაინელები ვართ" _ ეს განცხადება საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინული ტელეარხის ეთერში გააკეთა.
მისივე თქმით, მზად არის უკრაინაში კორუფციას აქტიურად ებრძოლოს.
" საქმე იმაში გახლავთ, რომ უკვე რამდენიმე კვირაა, პოლიტიკური კონსულტაციები სხვადასხვა წრეებში იმართება. ჩვენ გვყავს ქართველებისგან შემდგარი გუნდი, რომელიც პრეზიდენტის ადმინიტრაციასთან და საპარლამენტო ფრაქციებთან მუშაობს.
მე და ჩემი გუნდი მზად ვართ, რომ ამ საქმით დავკავდეთ.
ღმერთმა არ ქნას, რომ საქმე ისე არ წავიდეს, როგორც ჩვენ გვინდა. ჩვენ დღეს ყველანი უკრაინელები ვართ", – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით ის საქართველოში დაბრუნდება და რეფორმებს აუცილებლად გააგრძელებს:
"რა თქმა უნდა, ჩემი ქვეყანა საქართველოა, ჩვენ ყველანი იქ უნდა დავბრუნდეთ და საქართველოში რეფორმები გავაგრძელოთ.
არცერთი ჩვენთაგანი დიდ ხანს არ უნდა დარჩეს უკრაინაში. უკრაინა უკრაინელებმა უნდა ააშენონ, მაგრამ ამ გარდამავალ დროს, ჩვენ რაშიც შეგვიძლია, დავეხმარებით", – განაცხადა სააკაშვილმა.