ამის შესახევ განცხადება საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, პუტინი მოლაპარაკებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს, ვინაიდან მიხვდა, რომ შესაძლოა, ამერიკული იარაღი უკრაინაში ჩამვიდეს.
მისივე თქმით, არსებობს სიტუაციები, როდესაც იარაღი იარაღითვე უნდა შეჩერდეს.
"უკრაინელები ითხოვენ არმიის შეიარაღებას, ვინაიდან ნათელია, რომ მათ თავს ესხმის რუსული არტილერია. ამიტომაც მათ სჭირდებათ საარტილერიო თვითმფრინავები და უპილოტო საფრენი აპარატები. ვფიქრობ, დროა, ამერიკელებმა უკრაინელებს გადასცეს ეს რესურსი. მახსოვს ჰილარი კლინტონის სიტყვები, რომ უკრაინელები იმსახურებენ იარაღს, ვინაიდან ისინი რუსეთის ძალებს ებრძვიან", – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.