ქართული მედიკამენტებზე საექსპორტო ბაზრებზე მოთხოვნა იზრდება. გაიზარდა სამკურნალო საშუალებების წილი მთლიან ექსპორტშიც და 3,2%–ს მიაღწია. "საქსტატის" მონაცემებით, 2014 წელს უცხოეთის ბაზრებზე 92,065 მლნ დოლარის მედიკამენტები გავიდა.
საქართველოდან 2013 წელს 52,1 მლნ დოლარის მედიკამენტებია ექსპორტირებული.
მედიკამენტები ქართული ექსპორტის წამყვან ათეულში ბოლო პოზიციაზეა, თუმცა 2013 წელს ამ ათეულში საერთოდ არ ფიგურირებდა, მისი წილი კი საექსპორტო პროდუქციაში 1,8%–ს შეადგენდა.