“მამა, წიგნი წამიკითხე“ facebook-ის გვერდზე ახალი ფოტო სესია გამოქვეყნდა. აქციაში ჩაერთო ენერგეტიკის მინისტრი, კახა კალაძე, მსახიობი დუტა სხირტლაძე, ჟურნალისტი ზაალ უდუმაშვილი და სხვები.
“ჩვენი მიზანია მშობლებს (განსაკუთრებით კი მამებს) მივაწოდოთ ინფორმაცია მამების ბავშვის აღზრდაში ჩართულობის, შვილებთან ინტენსიური ურთიერთობის, თამაშის, წიგნების კითხვის აუცილებლობას და მნიშვნელობის შესახებ.
გვერდი შეიქმნა გაეროს მოსახლეობის ფონდის, გაეროს ერთობლივი პროგრამის "გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში" ფარგლებში, რომელიც შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.“