გუშინ, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში, გადაცემა "პოსტსკრიპტუმში" აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დასკვნის ის ნაწილი გაასაჯაროეს, სადაც საუბარია ჟვანიასა და უსუპოვის გარდაცვალების მიზეზებზე.
_ პოლიტიკური ელიტაც და ჟვანიას ოჯახიც ბინძურად მანიპულირებენ ამ თემით. რატომ იბრმავებენ თვალებს? რატომ იქცევიან ისე, თითქოს FBI-ს დასკვნა საერთოდ არ არსებობს? რატომ გაქრა ახალი საქმიდან ის ფოტოები, რომლებიც ძველ სისხლის სამართლის საქმეში იყო? _ კითხულობს კობა ხარშილაძის ადვოკატი.
"ეს არასასიამოვნო მოსაყოლი და არასასიამოვნო მოსასმენია, არავის ამის თქმა და მოყოლა არ უნდა, მაგრამ როცა ათი წელი კუთხეში გიმწყვდევენ და გეუბნებიან, რომ მკვლელი ხარ ან მკვლელობას შეუწყვე ხელი, იძულებული გახდები, მოჰყვე..." – ამბობს ზურაბ ჟვანიას საქმეზე დაკავებული პირის ადვოკატი.
სიუჟეტი შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე