პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია 2015 წლის 10 თებერვალს დაიწყება და 5 მარტის ჩათვლით გასტანს.
სსიპ-შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ, 2015 წლის გაზაფხულზე ორგანიზებულ პროფესიულ ტესტირებაზე, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე ჩარიცხვის მიზნით, აპლიკანტთა რეგისტრაციისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ-შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორიგანიზებულ პროფესიულ ტესტირებაში მიღებული ქულის/ქულების შენახვის მიზნით, განაცხადის შევსების ვადების დადგენის თაობაზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ბრძანება გუშინ დაამტკიცა.
რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით არსებულ საინფორმაციო ცენტრებში, სამინისტროს საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებაში.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ვებგვერდი www.vet.ge