ვალერი ზუმბაძე დღევანდელი მონაცემებით, თავდაცვის სამინისტროს გენ.ინსპექციის უფროსის მოადგილეა. მის კარიერაში საკმაოდ სკანდალური დეტალები მოიპოვება.
გაირკვა, რომ წინა ხელისუფლების დროს, ზუმბაძე გამომძიებლის რანგში პირადად ხელმძღვანელობდა შემდეგ საქმეებს: ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფოტორეპორტიორების, ამავე ბრალდებით დაკავებული ვახტანგ მაისაიას, ექსპრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის – სიმონ კილაძისა და სპეცოპერაცია ენვერის საქმეებს.
ზუმბაძე თავდაცვის სამინისტროს გენ.ინსპექციის უფროსის მოადგილედ მინდია ჯანელიძის გამინისტრების შემდეგ დაინიშნა.