მიხეილ ძაძამიას ადვოკატის განცხადებით, ძაძამია ზურაბ ჟვანიას სიცოცხლეში იცავდა, გარდაცვალების შემდეგ კი მისი საიდუმლოს დამცველი იყო:
_ მადლობის მაგიერია? მის საიდუმლოს იცავდა და ამისთვის სჯიან, _ აღნიშნა ადვოკატმა "არჩევნის" ეთერში საუბრისას.
კობა ხარშილაძის ადვოკატის თქმით, ხარშილაძე ზურაბ ჟვანიას პირად საიდუმლოს იცავდა და ეს კარგად იცოდა ყველამ.
ადვოკატები აღნიშნავენ, რომ გამოძიებას არანაირი ახალი დეტალი არ აქვთ:
_ საზოგადოებაში წამოიჭრა აზრი, რომ ძაძამია, ხარშილაძე და ჩვენ, ადვოკატები, მანიპულაციას ვეწევით ჟვანიას პირადი ცხოვრებით. ამიტომ, ვაპირებთ, სხვა შეხვედრებზეც ვისაუბროთ ძაძამიას და ხარშილაძის პროცესზე. ახლა დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ეს იქნება სასამართლოზე, _ აღნიშნა ხარშილაძის ადვოკატმა.