საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ამ წუთებში საქართველოს ეროვნული პლათფორმის საერთო კრებას ესწრება.
უსუფაშვილი მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა. მას სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა რომ მესამე სექტორის გარეშე ევროპული ინტეგრაცია წარმოუდგენელია.
მან თქვა, რომ პარლამენტის ქუთაისში ყოფნისას გართულებული იყო კომუნიკაცია, მაგრამ ახლა უფრო მეტ ჩართულობას ელოდება.
უსუფაშვილმა ახალგაზრდების ჩართულობას განსაკუთრებით გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ თანამშრომლობისთვის მზად არის.