შოტლანდიის ყოველი ზრდასრული მცხოვრები, წელიწადში საშუალოდ, 46 ბოთლ არაყს მოიხმარს, – ასეთი დასკვნა გაკეთდა ჯანდაცვის ნაციონალური სისტემის სპეციალისტების მიერ უახლოესი კვლევების შედეგების შეჯამებით.
ამ კვლევების თანახმად, შოტლანდიის ყოველი მცხოვრები, 18 წლის ზემოთ, წელიწადში 12,2 ლიტრ სპირტს მოიხმარს. ეს შეესაბამება 46 ბოთლ არაყს ან 130 ბოთლ ღვინოს.
მთლიანად გასულ წელს შოტლანდიაში მოსახლეობის მიერ 50,5 მილიონი ლიტრი სუფთა სპირტი შეისვა.
შედეგად, გაერთიანებულ სამეფოს ამ ნაწილში ხალხი 25 პროცენტით მეტ ალკოჰოლს მოიხმარს, ვიდრე მთლიანად მთელ ქვეყანაში. მაგალითად, ინგლისში სუფთა სპირტის წლიური მოხმარების საშუალო დონე 9,7 ლიტრია ყოველ ადამიანზე წელიწადში.
შოტლანდიის ხელისუფლება ამ მონაცემებმა საკმაოდ შეაშფოთა და ახლა ცდილობს, ალკოჰოლურ სასმელებზე ფასის გაზრდის გზით, მოსახლეობაში არყის მოხმარების შემცირებას მიაღწიოს.