უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების თაობაზე მიმდინარე შეხვედრაზე ოთხეული ისევ განმარტოვდა.
სამსაათიანი პირისპირ შეხვედრის შემდეგ, შეხვედრის მონაწილეები _ ანგელა მერკელი, ფრანსუა ოლანდი, პეტრო პოროშენკო და ვლადიმერ პუტინი რამდენიმე წუთით გამოჩნდნენ ჟურნალისტებთან, ხოლო შემდეგ შეხვედრა ფართო ფორმატში გააგრძელეს. ფართოფორმატიან შეხვედრას ესწრებოდნენ გერმანიის, საფრანგეთის, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციის წევრები, ასევე, ბელარუსის პრეზიდენტი ლუკაშენკო.
ამ შეხვედრის შემდეგ, მონაწილეები ჟურნალისტებთან აღარ გამოჩენილან, ოთხეულმა კი ისევ დახურულ კარს მიღმა, პირისპირ გააგრძელა საუბარი.