ხშირი შიში, სტრესი და ცხოვრების დაძაბული რიტმი ვნებს ჯანმრთელობას. ამ დროს ორგანიზმში გამომუშავდება სტრესის ჰორმონები, რომელიც თანდათანობით თრგუნავს იმუნურ სისტემას, აუარესებს ორგანოების მუშაობას.
დასაწყისში ადამიანი გრძნობს დაღლილობას, გაღიზიანებულია, ეწყება უძილობა და თუ დროზე არ მიიღო სათანადო ზომები, შეიძლება განუვითარდეს ქრონიკული დაავადებები.
ჯანმრთელობას შეინარჩუნებთ და გაიუმჯობესებთ, თუ ისწავლით თავისა და სტრესული ემოციების მართვას – მოიწესრიგებთ ჰორმონულ ფონს, თავს დაიზღვევთ ისეთი დაავადებებისგან, როგორიცაა: ჰიპერტონია, გასტრიტი, კუჭის წყლული.
პირველ რიგში ნაკლები ყურადღება მივაქციოთ უსიამოვნებებს. იმ ადამიანების იმუნიტეტი, რომლებიც ხშირად იცინიან, მნიშვნელოვნად მაღალია, ვიდრე წუწუნასი.
სიცილის დროს სისხლში წარმოიქმნება მავნე ბაქტერიებსა და ვირუსებთან მებრძოლი ბევრად მეტი ანტისხეული, აქტიურდება ენდოკრინული სისტემა, მხიარულების დროს იწყება ბედნიერების ჰორმონების – ენდორფინების გამომუშავება.
დადგენილია, რომ ოპტიმისტები ნაკლებად ავადდებიან ინფექციური სნეულებებით, ამიტომაც იშვიათად "სტუმრობენ" ექიმებს და იშვიათადაც იღებენ წამლებს.