ამ წუთებში ქალაქ ოზურგეთში, მეგობრობის ქუჩაზე, სახანძრო სამსახურის თანამშრომლები მერაბ გოთუას სახლის გადარჩენას ცდილობენ.
გოთუას მეზობლების თქმით, ხანძრის გამომწვევი მიზეზები არ იციან. მათივე ინფორმაციით სახლში არავინ იმყოფებოდა.
როგორც ადგილობრივები ჩვენთან საუბარში აღნიშნავენ, სახანძრო სამაშველი ბრიგადა შემთხვევის ადგილას დაგვიანებით მივიდა.