"ლიბერთი ბანკის" პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეისთვის ლიბერთი ბანკის მსესხებლების უმნიშვნელო ნაწილს, მხოლოდ 0.9%-ს გააჩნია სესხები აშშ დოლარში.
_ რაც შეეხება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთზე მიბმულ სესხებს, ამ ეტაპისთვის პროცენტის ზრდა არ იგეგმება. შესაბამისად ლარში დენომინირებული არსებული სესხების მფლობელებს სესხის მომსახურება არ უძვირდებათ, _ აღნიშნეს "გურია ნიუსთან" საუბრისას "ლიბერთი ბანკის" პრესსამსახურში.