მიმართვა თხოვნით, გამოიყოს მეჩეთის მშენებლობისთვის მიწის ნაკვეთი უკვე გაეგზავნა მოსკოვის მერს სობიანინს.
მოსკოვის მუსულმანური ერთობა წინადადებით გამოდის, მოსკოვში აშენდეს ვლადიმერ პუტინის სახელობის მეჩეთი.
"რუსეთის ისლამის გაერთიანებული კონგრესის" თავმჯდომარე შავხათ-ჰაჯი ავიასოვი აცხადებს, რომ პუტინი "ალაჰის მიერ გამოგზავნილი ეპოქალური პიროვნებაა".
"ჩვენ, რუსეთის მუსულმანების პატრიოტულად განწყობილი ნაწილი, მივმართავთ თხოვნით ქვეყნის ხელისუფლებას, რომ დაგვრთოს ნება, მოსკოვში ავაშენოთ ვლადიმერ ვლადიმეროვიჩის სახელობის მეჩეთი, რათა ხალხს პრეზიდენტის სახელი საუკუნეების მანძილზე ახსოვდეს", _ თქვა ავიასოვმა.