ესპანეთის დასავლეთით მდებარე უძველესი ქალაქი სალამანკა ქვეყნის ერთ-ერთ კულტურულ და ისტორიულ ცენტრს წარმოადგენს.
ქალაქში მეთხუთმეტე საუკუნეში დაიწყო ერთ-ერთი უდიდესი ტაძრის Catedral Nueva-ს მშენებლობა, რომელიც 200 წელს გაგრძელდა.
ტაძარი გოთიკურ სტილშია აგებული და მის ფასადზე მრავლად გვხვდება სხვადასხვა დემონების და ურჩხულების გამოსახულება, რაც ამ სტილის ნაგებობისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა.
თუმცა, ერთ-ერთმა მკვლევარების განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა _ ტაძრის დასავლეთ ფასადზე ასტრონავტის სკულპტურაა გამოსახული!
არც ტაძრის მუზეუმის დირექტორს და არც წინამძღვარს ამაზე ამომწურავი პასუხი არა აქვს.
1985 წელს ტაძარი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა, რაც თავისთავად გამორიცხავს თანამედროვე რესტავრატორების „ხუმრობას“.